რეზონანსი
08.10.2024

მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება - ევროპარლამენტი წარსული რეზოლუციების მსგავსად, სავარაუდოდ, შინაარსს არ შეცვლის. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც მიმდინარე კვირა უნდა მიიღონ და რომლის სამუშაო ბერისები ევროპული უწყების საიტზე უკვე გამოქვეყნებულია.

სააკაშვილთან ერთად, საბოლოო პროექტში სავარაუდოდ, ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაც მოხვდება. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი სუბიექტური პოლიტიკური მიზნით იქმნება, შესაბამისად მისი რაიმე ფორმით გათვალისწინების საჭიროებას ვერ ხედავს. "ქართულ ოცნებაში" წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მორიგ მცდელობაზე საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტს საბოლოო რეზოლუციის დამტკიცებამდე ტექსტის შვიდი პროექტი აქვს, ოპოზიციის ნაწილმა საქართველოში, უკვე იცის რა პუნქტები მოხვდება საბოლოო დოკუმენტში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. რეზოლუციის წინასწარი მონახაზი ეროვნულ საჭიროებად შეაფასეს ლელოშიც.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ გახარიას გუნდში. პარტია "საქართველოსთვის" ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა და ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას უსამართლოდ მიიჩნევს. პოლიტიკოსების აზრით, ხელისუფლებასთან ოპონირების გამო საზოგადოება არ უნდა დაისაჯოს.

ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში, ევროპარლამენტარების ნაწილს კი ოპონენტების ლობირებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პოზიციების განსხვავებულობაზეც აკეთებენ აქცენტს. ამბობენ, რომ მსგავსი ტექსტები სამართლიანობის პრინციპს შეურაცხყოფს და დემოკრატიული ვერ იქნება. სახელისუფლებო პარტიაში რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას, მეორე ფრონტის გახსნისა და ეკონომიკური კოლაფსისკენ მოწოდებად აღიქვამენ.

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხს ჯერ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. რეზოლუციის საბოლოო ვერსიას კი ევროპელი დეპუტატები სავარაუდოდ კვირის ბოლოს დაამტკიცებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×