რეზონანსი
08.10.2024

პრეზიდენტის როლი, ამ კოალიციურ მოლაპარაკებებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეს მოლაპარაკება აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს“- ამის შესახებ “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავა შეხვედრას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ “ზურაბიშვილს ისევ მყარად სწამს და სჯერა, რომ საქართველოს მომავლი გაიმარჯვებს 26 ოქტომბრის არჩვენებზე“

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ შეხვედრაზე არის ის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ისევე მყარად სწამს, სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, როგორც თითოეულ ჩვენგანს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ იტყვის კი ევროპას! ეს არის მთავარი, რაც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დაუშვებელია ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმებით იმას, რომ მან უკვე წინმსწრები ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ აქტიურად ამ საკითხზე მსჯელობა.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრობის კანდიდატს კონკრეტულ სახელ და გვარებზე ამ ეტაპზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება და ეს გამარჯვება უნდა მოიპოვონ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად, რისთვისაც აუცილებელია ძალიან აქტიური კამპანია.

არის საკითხები რომელზეც აპრიორი ვთანხმდებით, არ მინდა წინ მოვლენებს გავუსწრო. მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური და პრეზიდენტის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ კოალიციურ მოლაპარაკებებში და ეს მოლაპარაკებები აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს უმოკლეს დროში."- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×