რეზონანსი
05.10.2024

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იქნება, რადგან პრეზიდენტს ამ პროცესში ახლა მნიშვნელოვანი როლი აქვს: 

"პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის ჩამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტიდან.  ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადებებში რა მასშტაბის მხარდაჭერა აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ამ პერიოდში მოგვიწევს პრეზიდენტთან ბევრი საკითხის კოორდინირება, არჩევნებისთვის მზადება. აქ ის თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს და შესაბამისად გვექნება მთელი რიგი შეხვედრები. არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური პროცესი. დაიწყება პრეზიდენტთან კოორდინაცია, არჩევნებისთვის მზადებისთვის." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ქალ ლიდერებს შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×