რეზონანსი
05.10.2024

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, Facebook-ის რეკლამებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 34 000 დოლარი დახარჯა.

მელიას ოფიციალური გვერდის მონაცემებში აღნიშნულია, რომ მას 2024 წლის 3 სექტემბრიდან ამავე წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, რეკლამებში 34 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.

ასევე ცნობილია, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ყრილობაზე მისი სიტყვით გამოსვლის ამსახველი მხოლოდ ერთი ვიდეოს რეკლამისთვის, ნიკა მელიამ 8 000 დოლარი დახარჯა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×