სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში არსებობს არცთუ ისე დადებითი ტენდენციები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდებთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან დავითაშვილი იმედს გამოთქვა, რომ ბოლო პერიოდის დაძაბულობა შეიცვლება და გადავა ტრადიციული კონსტრუქციულ რეჟიმში.
„ჩემთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში არსებობს გარკვეული, ბოლო პერიოდში, არცთუ დადებითი ტენდენციები. ჩემი დიდი სურვილიც და მოლოდინიც არის, რომ ბოლო პერიოდის ეს დაძაბულობა შეიცვლება, გადავა ტრადიციული კონსტრუქციულ რეჟიმში და ჩვენ შევძლებთ, გავაგრძელოთ სრულფასოვანი პარტნიორობა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.