რეზონანსი
04.10.2024

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი მითითება, გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის მეთოდები, რომელსაც ის შეჩვეულია, არის შემაკავებელი“,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, “შეუძლებელია ხალხის სრული უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წასვლა, ამის ძალა აღარ აქვს ბიძინას. მაშინ უნდა დაუპირისპირდეს მსოფლიო და ქვეყანას.“

"ბიძინას აქვს ერთი დილემა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ეუბნება, რომ დაისჯები შენ ამისთვის, ვიცით რასაც აკეთებ და ხალხს ეუბნება, რომ შენ გაქვს დიდი პერსპექტივა, 27 ოქტომბრიდან, ევროპაში გაწევრიანების, ახლა საუბარია იმაზე, ივანიშვილი რამდენად მტკივნეულად მოაწყობს ამ წასვლას, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო არის ერთად, ქართველი ხალხი ცვლილებაზეა ორიენტირებული და ახლა ერთადერთი, რამდენად ეყოფა ჭკუა, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×