რეზონანსი
03.10.2024

საქართველოს ნაკრებში „სარაევოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი გამოიძახეს, რომელიც ოქტომბრის შეკრებაზე ერთადერთი დებიუტანტია.

მან გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა.

„უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს ნაკრებში გამოძახება“, - აღნიშნა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი მიმდინარე სეზონში 8 გოლით ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდმა სექტემბერში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა, ხოლო მომდევნო ორ მატჩს 11 ოქტომბერს, პოზნანში, უკრაინასთან და 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×