სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავა, რომლებიც რუსეთთან არიან კავშირში, - ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის ეროვნული უსაფროების სამსახურზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული იქნა ინფორმაცია წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპაციისთვის მომზადებული პირთა ჯგუფის შესახებ. კერძოდ, ეს პირები, წინასწარი შეთქმულებით, სომხეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ყოველთვიურად დაახლოებით 220 000 რუსულ რუბლს იღებდნენ.
გეგმა მოიცავდა ეჭვმიტანილების რუსეთის ფედერაციაში სამთვიან სასწავლო შეკრებას, ახალი ტიპის მძიმე იარაღის გაცნობას და მათი გამოყენების სწავლას და სომხეთში დაბრუნების შემდეგ საბრძოლო მოვალეობის შესრულება. 2024 წლის განმავლობაში, გადაიბირეს სომხეთის რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქე და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები.
მოგვიანებით, გადაბირებულთა ნაწილმა წვრთნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სომხეთში დაბრუნდა. აღნიშნულ ფაქტზე შვიდი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია სამი, ოთხზე კი ძებნა დაიწყო.