რეზონანსი
17.09.2024

პორტუგალიაში, ლისაბონის მახლობლად, აზამბუჯას სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 პირი დაჭრა. მათ შორის, 5 სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი სკოლის შენობაში შესვლისთანავე აგრესიული იყო და ყველა შემხვედრს თავს ესხმოდა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები დაშავდნენ, ასევე დაშავებულია სკოლის მასწავლებელი.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×