რეზონანსი
17.09.2024

ჩვენი მხარიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მანვე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.

"მადლობა ხაზარაძეს, როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, იმიტომ რომ მას, როგორც ჩანს, შესათანხმებელი აქვს პოზიციები როგორც ხდება ხოლმე. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან... კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველო" სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე კი, ერთმანეთს მამუკა ხაზაძე და გიორგი გახარია შეხვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×