„ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ - პირველ შვილზე 500 ლარს, მეორე შვილზე 1000 ლარს და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1500 ლარის მხარდაჭერას", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მან თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ირაკლი ნადირაძესთან ერთად ღონისძიება, სახელწოდებით, "ერთიანობა - ძლიერი ოჯახისთვის!" გამართა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო პრიორიტეტი ასევე იქნება უფასო სასკოლო კვების დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ევროკავშირში ბავშვების 95% დადის საბავშვო ბაღში. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგარ საქართველოში ამ მაჩვენებელს მივაღწევთ. დღესდღეობით, როგორც ირაკლიმ აღნიშნა, განსაკუთრებით რეგიონებში, საბავშვო ბაღების დანაკლისია, რაც ბავშვებს აკლებს სკოლისთვის მომზადებას და რის გამოც ქალებს ეზღუდებათ დასაქმებისა და თვითრეალიზაციის შანსი. საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა არის ინვესტიცია ბავშვებში, ინვესტიცია მომავალში და, იმავდროულად, ინვესტიცია ეკონომიკაში, რადგან გვინდა დასაქმება ქალებისთვის
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო პრიორიტეტი ასევე იქნება უფასო სასკოლო კვების დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვთა შიმშილი რაც თავისთავად ტრაგედიაა, ასევე პირდაპირ მოქმედებს განათლების ხარისხზე. მშიერი ბავშვს მასწავლებელს ვერ უსმენს. თქვენ იცით, რომ წალენჯიხაში უფასო სასკოლო კვების პროგრამას უკვე ვახორციელებთ ადგილობრივი ბიუჯეტით და თუ ეს შესაძლებელია წალენჯიხის მუნიციპალური ბიუჯეტით, ეს შესაძლებელია მთელი საქართველოსთვის. საქართველოში 600 000-მდე მოსწავლეა. თითოეული მოსწავლის სასკოლო კვებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ ხელისუფლების ცვლილებიდან უმოკლეს ვადებში გადავდგამთ.
საქართველოში ოჯახებს ბავშვის დაბადების არ უნდა ეშინოდეთ საქართველოში ახალშობილი არ უნდა შიმშილობდეს, ბაღში ბავშვს არ უნდა შიოდეს, სკოლაში ბავშვს არ უნდა შიოდეს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.