რეზონანსი
17.09.2024

დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

„დასუფთავების აქციები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს ნარჩენების ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში განთავსების შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, კონტეინერებში განვათავსოთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად დედაქალაქიც უერთდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი აქტივობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×