რეზონანსი
17.09.2024

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-იმ ბოლო ღონისძიების შემდეგ, სადაც სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გახდა, რეიტინგი განაახლა.

UFC-ის ყველა წონის საერთო რეიტინგში (P4P) სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ქვემსუბუქი წონის ქამრის მფლობელი ილია თოფურია მეოთხე ადგილს იკავებს.

ლას ვეგაში გამართულ UFC 306-ზე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

რაც შეეხება თოფურიას, მან დივიზიონის ჩემპიონობა თებერვალში, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის ძლევის შემდეგ მოიპოვა.

P4P რეიტინგის ლიდერი საშუალო წონის ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევია. მეორე ადგილზე ბრაზილიელი ალექს პერეირაა, ხოლო მესამე პოზიციას ჯონ ჯონსი იკავებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×