რეზონანსი
16.09.2024

"მოღალატეობრივი და ღირსებაყრილი განცხადება" - ასე აფასებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გორში, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოსი "და-ძმებისთვის" დაანონსებულ ბოდიშს.

ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება დასტურია იმისა, რომ ივანიშვილი საქართველოს რუსეთისთვის გაფორმებას გეგმავს.

რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაენაკუწებინა, მოეკლა ჩვენი თანამოქალაქეები და მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ყველაზე უფრო ღირსებაყრილ, მოღალატეობრივ განცხადებას აკეთებს, ეს არის ჩემთვის და მე დარწმუნებული ვარ, ყველაზე უფრო ემოციური იყო ჩვენი დაღუპული გმირი ჯარისკაცების მეუღლეების განცხადებები, რომელიც რომ წავიკითხე, ლამის, სისხლი ჩამექცა ტვინში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც ჩვენს ჯარს ეუბნება პირდაპირ, რომ თქვენ იყავით აგრესორი. ანუ, ჩვენი ჯარის ღირსების აყრას ნიშნავს ეს განცხადება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს რუსეთისთვის საბოლოო ჩაბარება, გაფორმება და რა თქმა უნდა, არაღიარების პოლიტიკის პრაქტიკულად გაუქმება", - ამბობს დეკანოიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×