რეზონანსი
16.09.2024

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციები დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის გუნდი ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებს წააგებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზოგადოებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც სამადაშვილი განმარტავს, ქართველი ხალხის აქტიურობის გარეშე "ივანიშვილის ტყუილების სამყაროს" დასრულება შეუძლებელია. 

დღეს ყველასთვის არის ნათელი, რომ ივანიშვილი გადაწყვეტილად აგებს არჩევნებს. ჩვენ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მშვიდად ვიყოთ, ის წააგებს არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი მობილიზაცია იქნება არჩევნებზე და უკლებლივ ყველა მოქალაქე, ვისაც მობეზრდა ივანიშვილის ტყუილებში წლების და ათწლეულების გატარება, მივა არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილის ტყუილების სამყაროს დასასრულებლად, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და თუ ყველა მივალთ, დასრულებულია ივანიშვილის რეჟიმი", - ამბობს სამადაშვილი. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. 

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×