რეზონანსი
16.09.2024

„ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლებისმოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

პოლიტიკოსი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია, ამიტომ მასზე მსგავსი სანქციების დაწესება არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დაუდგეს.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დააკისრა ქართული ოცნების ორ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც ხარება და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს. 

საზოგადოებას კარგად ახსოვს ხარებად ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის სისასტიკე რუსული კანონის აქციების დარბევისას, პირადად მისი მონაწილეობით და დავალებით სპეცრაზმელები

 უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებს და პოლიტიკურ ლიდერებს. 

სწორედ ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობით და მისი უშუალო დავალებით გაუსწორდნენ ფიზიკურად უმძიმესი ფორმით ლევან ხაბეიშვილს. 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე პრორუსული ჯგუფის ალტ-ინფოს ლიდერებს ზურაბ მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და ძალადობის წახალისებისთვის. 

აღნიშნული ფინანსური სანქციები განხორციელდა ე.წ. მაგნიცკის გლობალური აქტის ფარგლებში, რომელიც თავისთავად პრეზიდენტი ტრამპის 2017 წლის აღმასრულებელ განკარგულებას ეყრდნობა. 

ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით. 

ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია და მასზე მსგავსი სანქციების დაწესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ყველაზე მძიმე შედეგი რაც შეიძლება ივანიშვილს დაუდგეს. 

ეროვნული ბანკის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა არ დაექვემდებაროს ამგვარ ფინანსურ სანქციების კი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს მთელი ქვეყნის ფინანსური სისტემას. 

ასე რომ, ივანიშვილმა ისევე უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის, როგორც ის რომ  ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის  ევროინტეგრაციის გზა და რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები უნდა ჩაატაროს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, არჩევნებმა უნდა აისახოს ქართველი ხალხის ნება ეს არის მისი ფინანსური აქტივების გადარჩენის ერთადერთი გზა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს ევროპულ კეთილდღეობაზე გააკეთებს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×