რეზონანსი
16.09.2024

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

პოლონეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რაიონები დააზარალა. პოლონეთის მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად  ერთი მილიარდი ზლოტი გამოყო.

ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ერთი ქალი დაიხრჩო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც გასული კვირიდან რეკორდულ ნალექი მოვიდა. კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგულია.

წყალდიდობის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ავსტრიაში, რუმინეთში კი შვიდი.

სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დუნაის წყლის დონის აწევის გამო შესაძლო წყალდიდობისთვის ემზადება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×