რეზონანსი
16.09.2024

აშშ-მა საქართველოს 4 მოქალაქე - "ალტ-ინფოს" ორი ლიდერი - ზურაბ მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია, ასევე მილერი ლაგაზაური და ზვიად ხარაზიშვილი (იგივე "ხარება") დაასანქცირა. ინფორმაცია შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"აღნიშნული პირების ყველა ქონება და ქონების ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებშია ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაბლოკილია და მოხსენებულია OFAC-თან (აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახური).

ასევე, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს". - აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×