მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში „ძლიერი საქართველოს" როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის" გვერდზე წერ.
ხაზარაძის თქმით, მზად არიან, ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის ყველა პიროვნული საკითხი გვერდზე გადადონ.
„როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო" ამის დასტურია. დღეს დილით გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს", - წერს მამუკა ხაზარაძე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.