რეზონანსი
14.09.2024

ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით აშშ-სთან რაიმე ურთიერთობების დაძაბვას, და პირიქით, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, ოღონდ ეს გადატვირთვა უნდა იყოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპზე აგებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა გვი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა სენატში საქართველოს საკითხთან დაკავშირებულ მოსმენაზე.

გივი მიქანაძის თქმით, სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო მაქსიმალურად ზომიერი, დიპლომატიური და კორექტული იმ ფონზე, რა გამონათქვამებიც საზოგადოებამ მოისმინა განსაკუთრებით სენატორ რიშის მხრიდან, რომელიც მიქანაძის შეფასებით, არამარტო ხელისუფლების, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების მიმართ იყო შეურაცხმყოფელი.

„ჩვენ ვეუბნებით პარტნიორებს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ხელისუფლება ვერანაირად არის განყენებული საზოგადოებისგან. ეს ხელისუფლება არის დემოკრატიული წესით არჩეული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასთან მიმართებაში გაკეთებული თითოეული განცხადება ანალოგიურად აღიქმება საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ანალოგიურ განცხადებაში. ამიტომ შემიძლია გითხრათ, პრემიერის განცხადება იყო მაქსიმალურად კორექტული და დიპლომატიურად მოზომილი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით აშშ-სთან რაიმე ურთიერთობების დაძაბვას, და პირიქით, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, ოღონდ ეს გადატვირთვა უნდა იყოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპზე აგებული და ჩვენ მზად ვართ ამ ურთიერთობებისთვის, ნებისმიერი განხილვებისთვის, მაგრამ ამის საპასუხოდ ვიღებთ სრულიად უსამართლო, ორმაგი სტანდარტებს და უკვე ვხედავთ, შეურაცხყოფის შემცველ კონკრეტულ განცხადებებს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×