რეზონანსი
14.09.2024

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს მეტის გაკეთება შეეძლო, რათა თავიდან აეცილებინა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ჩვენ ახლა [უკრაინას] სამხედრო ტექნიკას ომის საწარმოებლად ვაწვდით, მაშინ, როცა ჩვენ შეგვეძლო სამხედრო ტექნიკა მიგვეწოდებინა ომის თავიდან ასაცილებლად", - თქვა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო ომამდე კიევს იარაღს არ აწვდიდა რუსეთთან მოსალოდნელი ესკალაციის შიშით. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ნატომ კიევის იარაღით მომარაგება დაიწყო.

სტოლტენბერგმა, რომელსაც ოქტომბერში ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე შეცვლის, ინტერვიუში აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.

„იმისათვის, რათა ეს ომი დასრულდეს გარკვეულ ეტაპზე მოსკოვთან დიალოგის გამართვა საჭირო გახდება, თუმცა ის უკრაინის სიძლიერეს უნდა ეყრდნობოდეს", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელის პოსტზე დაიწყებს მუშაობას. სტოლტენბერგის თქმით, მას ბევრი შემოთავაზება აქვს, თუმცა ცხოვრების გაგრძელებას ის ოსლოში აპირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×