რეზონანსი
14.09.2024

ამ 14 მილიარდზე მთელი კამპანია აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად 14 მილიარდის მოზიდვას ეხება.

„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი თავი და ძალიანაც კარგი. ამ 14 მილიარდზე მთელი კამპანია აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, სიყალბე და მათ იკადრეს და ჩვენი საზოგადოების მოტყუება სცადეს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არ აქვთ იმის უნარი, რომ საკუთარ შეცდომებზე რაიმე ისწავლონ. მსგავსი ცრუ კამპანიებით ისინი დაგვეხმარებიან ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×