რეზონანსი
13.09.2024

ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე სახალხო ზეიმზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენებიც, რომელთაც ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე მედლები ვერ მოიპოვეს.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ გამოაცხადა მთავრობის მეთაურმა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, ვინც მედლის გარეშე დარჩნენ, ასევე დაჯილდოვდნენ უმაღლესი ჯილდოთი, პრემიული ანაზღაურებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ჩვენი ოლიმპიელებისთვის“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ამასთან, გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია, მისი ოჯახის წევრები „ნეგატიურ და არასასიამოვნო სმს-ებს იღებენ“.

„არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური და არასასიამოვნო სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ. არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ეს არ არის ლამაზი. მაგრამ ჩვენ ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×