რეზონანსი
13.09.2024

სპორტსმენისთვის ნებისმიერი ჯილდო მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი სიამოვნებით ჩავიბარებ, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებაზე ყოყმანი არ ჰქონდა. ტალახაძის თქმით, პრეზიდენტის ჯილდოს სიამოვნებით მიიღებს.

„არანაირი ყოყმანი არ მქონია დღეს აქ მოსვლის იქიდან გამომდინარე, რომ ამ ჯილდოს ღებულობს ლაშა ტალახაძე. თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა. მე ყოველთვის წინ ვაყენებ ჩემ წარმატებას და ქვეყანას. ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ როდესაც პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, ჩვენთვის სიამოვნებით მისაღებია",- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარეობს სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×