რეზონანსი
13.09.2024

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის 23 ქალი, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბსა და პრეზიდენტ ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი ხალხის კიდევ ერთი დაბრუნება, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველით და ვმუშაობთ. 49 უკრაინელი ახლა სახლშია. მათ შორის არიან მეომრები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ შორის არის ლენიე უმეროვა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსებმა მძევლად აიყვანეს, როცა ავადმყოფი მამის მოსავლელად მივიდა. გათავისუფლებს შორის არიან „აზოვსტალის" მცველებიც", - წერს ზელენსკი „ფეისბუქში".

უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 23 ჯარისკაცი და სერჟანტი, 19 ოფიცერია, დანარჩენი 7 კი - მშვიდობიანი მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლდა მარიუპოლისა და „აზოვსტალის" 15 დამცველი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×