რეზონანსი
12.09.2024

რუსეთში ქართველი მებრძოლის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. გამსახურდია უკრაინის არმიაში იბრძვის და როგორც ოკუპანტი ამტკიცებს, ის მონაწილეობდა "კურსკის რაიონის მცხოვრებთა წინააღმდეგ დანაშაულებში".

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მას დაქირავებულად მოიხსენიებს და ბრალად სდებს: მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას; სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას; ტერორიზმსა და სხვა დანაშაულებს;

"გამოძიების ინფორმაციით, გამსახურდია დიდი ხანია ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში, ასევე აგროვებს, ამზადებს და აფინანსებს დაქირავებულ პირებს. უკრაინის სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი და შეიჭრნენ კურსკის რეგიონში. იქ ყოფნისას დაქირავებულებმა, გამსახურდიასთან ერთად, ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×