იორმუღანლოში დაკავებული ვუსალ კაიბოვი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ იარაღი, რომელიც მისი ძმის სახლიდან ამოიღეს, პირველად ნახა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ბრალს არ აღიარებს, თავს ცნობს უდანაშაულოდ. მისი განცხადებით, მისი ძმის სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი პირველად ნახა. მისი სიტყვებით ვამბობ, რომ ამოღებული ორი იარაღიდან ერთი არის გამოუსადეგარი და დაჟანგული. ამბობს, რომ ვინაიდან პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, დაკავშირებულია “ძლიერ საქართველოსთან“ და ბოლო პერიოდში გააქტიურდა, როგორც აქტივისტი, სწორედ პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს აღნიშნულ დაკავებას. ბრალი ამ დრომდე არ არის წაყენებული, ველოდებით პროკურატურას“, - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.
სპეცოპერაცია ვუსალ კაიბოვის სახლში რამდენიმე საათის წინ ჩატრდა - მას ოფიციალურად ცეცხლსასროლი იარაღის დ საბარძოლო მასალის შენახვას ედავებიან. თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ იარაღი მათ სახლში პოლიციამ ჩადო და ეს მტკიცებულებებით დადასტურდება.
დაკავების ფაქტი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ კაიბოვის დაკავების ბრძანება კახეთის კრიმინალურმა პოლიციამ მას შემდგ მიიღო და შეასრულა, რაც საგარეჯოში ოპოზიციონერმა წინასაარჩევნო შეხვდრები დაიწყო.