რეზონანსი
10.08.2024

სენატორი ჯინ შაჰინი შაჰინი და კონგრესმენ მაიკ ტერნერი, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრის შესახებ წერს.

„სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ ორგანიზაციების მუშაობის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას, სენატორმა, შაჰინმა და კონგრესმენმა, ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერაში, რათა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ მათი ხმა დაითვლება და, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×