რეზონანსი
08.08.2024

ქართველებს ძალიან გვიყვარს სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთთან ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს თავისი საყვარელი ყოფილი ფეხბურთელების კიდევ ერთხელ ნახვით - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 21 სექტემბერს დაგეგმილ მატჩს.

„ვფიქრობ ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვენი პატარებისთვისაც, მომავალი თაობებისთვისაც. კიდევ დამატებითი სტიმული იქნება ასეთი ვარსკვლავების ხილვა საქართველოში.

ემოციები უსაზღვროა, ყოველთვის როდესაც იხსენებ წარსულს, გამარჯვებას, სიხარულს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ როგორც ფეხბურთელმა შევძელი და საკლუბო დონეზე თუკი რაიმეს მოგება იყო შესაძლებელი, ყველაფერი მოვიგე." - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება - ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის" ლეგენდებს შეხვდებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×