რეზონანსი
08.08.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "საგარეო საქმეთა მინისტრის" განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. "საგარეო საქმეთა მინისტრმა" სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემასთან "რია ნოვოსტი" ინტერვიუში განაცხადა.

"რაც შეეხება ოჩამჩირეს პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე," - განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური "სახელმწიფოთაშორისი" თანამშრომლობა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.

ცნობისთვის, აქამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეს ყურეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტი გაიხსნება და შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×