რეზონანსი
08.08.2024

სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ , - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერმა განაცხადა.

„სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ. მათ ამისთვის არც შესაძლებლობა აქვთ და არც ძალა", - განაცხადა ალი ბაგერმა.

მისივე თქმით, ისრაელს დაძაბულობის, ომისა და კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გაფართოება სურს.

„სიონისტების მიერ თეირანში ჩადენილი ქმედება სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან მათ ეს ძვირად დაუჯდებათ", - აღნიშნა ბაგერმა.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ თეირანში „ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია, ირანი და „ჰამასი" ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან" ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×