რეზონანსი
08.08.2024

„დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყალბი და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერი არ არის, როცა საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასთან თუ სხვა ასეთ თემებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

„ასეთი კვლევები ადასტურებს, თუ რაოდენ ცრუ და ყალბია ბრალდებები. ქართველი საზოგადოება ამას ძალიან კარგად

ხედავს. იმიტომაც არის, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 90,3% დაიმსახურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×