რეზონანსი
08.08.2024

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ქართული ოცნების“ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ “ეს ყველაფერი (ხელისუფლების წარმომადგენლებს) არჩევნების მოსაგებად და თავის გადასარჩენად სჭირდებათ“.

„ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს ომის დანაშაულების გამოძიება, რა ველოსიპედს იგონებს “ოცნება“. 12 წელია, ხელისუფლებაში არიან, არაფერი გაუკეთებიათ. ჰააგაში მიმდინარე პროცესზე პასუხისგებაში მისცეს 3 ადამიანი, რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც დაადანაშაულეს ომის დანაშაულებში, ეს პროცესი მიმდინარეობს და რამე რომ იყოს, ამას ჩვენ კომპეტენტური და ობიექტური ხალხიდან, ჰააგიდან გავიგებთ.

“ოცნების“ დღევანდელი ოპერაციის დასახელება არის, ყველაფრის ფასად მოვიგოთ არჩევნები, ისევ ზიზღი, შურისძიება და დაბრალება, ოღონდ ესენი რაღაცნაირად გადარჩნენ“, - განაცხადა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×