რეზონანსი
07.08.2024

რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ უკრაინელებმა ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს.  საუბარია, მათ შორის,  ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურზე. სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქი დილიდან ინტესნიურად იბომბება. რუსეთის ცაზე უკარინული დრონების იერიშები  და აფეთქებების სერია არ წყდება. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინული არმიის ალყაში ამ წუთებში 12 დასახალებული პუნქტი და ათობით რუსი სამხედროა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურსკის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოლქში შესვლას "პროვოკაცია" უწოდა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×