არცერთი ქართველი არ აპატიებს არცერთ ხელისუფლებას, თქვას, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების წართმევა საქართველოს ბრალია, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გავცელება სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო ღალატი.
არცერთი ქართველი არ აპატიებს არცერთ ხელისუფლებას, რომ თქვას, რომ თურმე, რუსეთმა რომ ტერიტორიები წაგვართვა, ეს ჩვენი ბრალია. ნებისმიერი მცდელობა, მსგავსი განცხადებების გავრცელების, ეს არის სწორედ სახელმწიფოს ღალატი და მოქალაქეების დაპირისპირება და მტრობა. იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 7-8 აგვისტოს დაიწყო ომი. 7-ში, იმიტომ, რომ რუსები გადმოვიდნენ შეტევაზეს, ხოლო 8 შ საპასუხო ქმედებებზე გადაციდა საქართველო მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, - ამბობს „ერთიანობის“ ლიდერი თამარ კორძაია.
რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავზე ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილ ხელისუფლებას "საჯარო
გასამართლებით" ემუქრება - "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ომი "8 აგვისტოს, ქართული მხარის პროვოკაციის გამო დაიწყო".
"ქართული ოცნება" რუსეთის მსგავსად, კვლავ იმეორებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.
"ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება",- წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააზრებულად მოაწყო „უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულა“.