რეზონანსი
07.08.2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს მოაწერა ხელი.

როგორც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი კანონპროექტების ველშია აღნიშნული, კანონები დღეს, 7 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით დაბრუნდა.

23 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭი უყარა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 2024 წლის 9 ნოემბრამდე.

პარლამენტმა ასევე საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა.

უკრაინის რადაში საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და მობილიზაციის შესახებ ეს უკვე მე-12 კენჭისყრა იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×