რეზონანსი
05.08.2024

პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივნისს ქალაქ ბათუმში, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით "ქურდული გარჩევა"მოაწყო. კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალდებული პირის დავალებით, "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერი დაზარალებულს და მის ნათესავს უკავშირდებოდა და დაშინებით და მუქარით "ქურდულ გარჩევაზე" დაკისრებული თანხის დათქმულ ვადაში გადახდას ითხოვდა, რის გამოც დაზარალებულებმა 5000 ლარი "ქურდული სამყაროს" წევრის პირად საბანკო ანგარიშზე იძულებით გადარიცხეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×