რეზონანსი
05.08.2024

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მთავრობის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება გააძლიერებს საპოლიციო ძალებს, რათა მათ დროულად აღკვეთონ არეულობები ქალაქის ქუჩებში.

„პირველი რიგში, ჩვენ გვეყოლება სპეციალიზებული პოლიციის ოფიცრებისგან შემდგარი ჯარი. ამგვარად, ჩვენ გვეყოლება პოლიციელების საკმარისი რაოდენობა, რათა ისინი გაუმკლავდნენ [არეულობებს] იქ, სადაც საჭიროა", - თქვა სტარმერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი დააჩქარებს სასამართლო პროცესებს, სადაც არეულობების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირები ფიგურირებენ. მისი თქმით, ყველა დამნაშავე მომხდარზე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

სტარმერმა კიდევ ერთხელ დაგმო არეულობები და თქვა, რომ ეს არა პროტესტი, არამედ ძალადობაა, რაც დაუშვებელია.

არეულობა დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე თავდასხმა სცადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.

არეულობამ დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი მოიცვა, მათ შორის როტენჰემი, სადაც ადგილობრივები თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელშიც მიგრანტები ცხოვრობენ. საერთო ჯამში, პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×