რეზონანსი
05.08.2024

„რაც შეხება 2025 წელს, ეროვნულმა ბანკმა ცოტა გაზარდა ინფლაციის პროგნოზი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ინფლაცია მთავარი გამოწვევა იქნება", - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" ეთერში „თიბისი ბანკის" მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციაზე გავლენას ახდენს არა იმდენად დაკრედიტება და შიდა ფაქტორები, არამედ ლარის კურსი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები.

„დაკრედიტება და შიდა ფაქტორები ინფლაციაზე ახდენს ზეგავლენას ისეთ ეკონომიკაში, როგორიცაა მაგალითად - ამერიკის ეკონომიკა, რომელიც გარე ფაქტორებზე შედარებით ნაკლებადაა დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში მთავარი ფაქტორები მაინც ლარის კურსი და საერთაშორისო სასაქონლო ფასებია. ბოლო პერიოდში ინფლაცია რომ შემცირდა, ადგილობრივი ინფლაცია - მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უფრო მგრძნობიარეა ადგილობრივი მოთხოვნის მიმართ, არ შემცირებულა. ჩინეთის და ამერიკისგან განსხვავებით, ჩვენ ბენზინი რაც არ უნდა მოვიხმაროთ, არ გაძვირდება საერთაშორისო ბაზარზე. ის რაც ჩვენთან იქმნება მისი ფასი გაიზარდა", - აცხადებს ეკონომისტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×