ლუგარის ლაბორატორიაში სამეცინიერო პროექტები დაპაუზებულია. ინფორმაციას ლაბორატორიის ფინანსური სამსახურის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ნამიჭეიშვილი ადასტურებს. ნამიჭეიშვილი ვერ ამბობს, რომელ პროექტებზეა საუბარი და პერიოდს გულისხმობს დაპაუზება, თუმცა ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ასეა.
რიგი პროექტები დაპაუზდა დროებით. დეტალები არ ვიცი, მე ვიცი, რომ რარაც პროექტებს შეეხო, რასაც შეეხება მოვა ჩემამდეც, გავიგებ და მეცოდინება. რა პერიოდით დაპაუზდა, რომელი პროექტი დაპაუზდა, მიმდინარეზე საუბარი, ახალ პროექტზე საუბარი, ეს დეტალები არ ვიცი. გადახედვის ეტაპზეა და დაპაუზებულია, მაგრამ რა არის დაპაუზებული, ამასაც ვერ გეტყვით რას ნიშნავს პროექტის დაპაუზება.ამის განმარტება ჩემთვის ახალია და ვერ გეტყვით, - ამბობს ნამიჭეიშვილი.
დიდი ფული, რომელიც ამერიკიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ერიცხებოდა, სავარაუდოდ, აღარ გადმოირიცხება. საუბარია, მილიონობით დოლარზე, რომლითაც ცენტრი სამეცნიერო პროექტებს აკეთებს, ატარებდა კვლევებს და ათობით თანამშრომელს ხელფასებს უხდიდა.
ლუგარი დაფინანსებას, სავარაუდოდ, სწორედ იმ 95 მილიონიდან იღებდა, რომელიც შტატებმა “ქართულ ოცნებას“ ნაბიჯების საპასუხოდ გაყინა.