რეზონანსი
04.08.2024

მკვლელობა ქობულეთში - ქალაქის ცენტრში შელაპარაკების ნიადაგზე მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ქალაქში 1-ნომრად მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტს-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×