რეზონანსი
04.08.2024

დიდი ბრიტანეთის ქალაქებში ულტრამემარჯვენეთა საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 90 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობები იყო ლივერპულში, ბრისტოლში, მანჩესტერსა და ბელფასტში. რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაუშინეს ქვები და ბოთლები, რის შედეგადაც რამდენიმე ოფიცერი დაშავდა.

ლივერპულში ერთდროულად გაიმართა ულტრამემარჯვენეთა და ანტიფაშისტური მიტინგები.

პოლიცია ცდილობდა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება აღეკვეთა. ამასთან, არეულობის დროს მომიტინგეებმა ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინეს და რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს.

აქციები საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც 17 წლის მოზარდი დანით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. შედეგად, მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო, ხოლო კიდევ რვა ბავშვი დაშავდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული. მიუხედავად ამისა, აქციები დიდი ბრიტანეთის ქალაქებში არ წყდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პოლიციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მოუწოდა, იმოქმედონ ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×