რეზონანსი
03.08.2024

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აპრილ-ივნისის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესახებ ბიულეტენს აქვეყნებს.

ბიულეტენის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 207-მა შემომწირველმა ყველა პარტიას თანხა 276-ჯერ შესწირა. შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 73-ჯერ შეწირეს თანხა (66 დონორი).

55 შემოწირულება მიიღო პარტიამ „შეცვალე საქართველო" (35 დონორი), ხოლო 32 შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ" მიიღო (31 დონორი).

პარტია „შეცვალე საქართველო" 2020 წელს დაარსდა, მას მიმდინარე წლის მაისამდე შემოწირულება მიღებული არ ჰქონდა, საანგარიშო პერიოდში კი 26,000 ლარამდე მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×