რეზონანსი
25.07.2024

ახმეტის რაიონში მომხდარი მკვლელობის შესახებ პირველებმა ახალი დეტალები გაარკვია - ორი მოკლულიდან ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელია (სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელია). ამ ინფორმაციას "პირველებს" ადგილობრივები აწვდიან.

სისხლიანი გარჩევა ლუდსახარშის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომელი კახეთში დასასვენებლად იყო ჩასული.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა თანასოფლელებს ორი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის დაუდგენელია. მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის კაცს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×