რეზონანსი
18.07.2024

პოლონელმა ევროპარლამენტარმა ევა ზაიონჩკოვსკა-ჰენრიკმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ადგილი არის ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე.

„თქვენ ხართ ევროპული „მწვანე შეთანხმების" სახე, რაც ანგრევს ევროპულ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას, რაც ევროპის ეკონომიკას უკან ხევს. თქვენ ხართ ევროპის კლიმატის „სიგიჟის" სახე, რის გამოც ევროპელები სულ უფრო და უფრო ღარიბდებიან. დაბოლოს, თქვენ ხართ ევროპის მიგრაციული პაქტის სახე, და მე მოგმართავთ, როგორც ქალი ქალს, დედა დედას, როგორ არ გრცხვენიათ ასეთი მიგრაციული პაქტის მხარდაჭერის გამო, რის წყალობითაც ევროპაში მილიონობით ქალი და ბავშვი საკუთარი ქალაქების ქუჩებში საფრთხეშია. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თითოეულ გაუპატიურებაზე, მკვლელობაზე, ტრაგედიაზე, რომლის მიზეზი არალეგალი მიგრანტების შემოდინებაა. ზუსტად თქვენ ეპატიჟებით მათ ევროპაში. და იმის გამო, რასაც აკეთებთ, თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის პრეზიდენტი", - თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×