
საქართველო რუსეთს და ბელორუს ემსგავსება - ამ შეფასებას თავდაცვის ექს მინისტრი აკეთებს. თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ოლიგარქის პოლიტიკური გუნდი ქვეყანაში უცხოელ დამკვირვებლებს არ შემოუშვებს, რომ ხალხის არჩევანი მიისაკუთროს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ საკუთარი გეგმების სისრულეში მოსაყვანად ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გამოიყენოს.
ისინი ცდილობენ, შეიქმნას საფუძველი ამ რიტორიკით, რომელიც ყოველდღიურად გვესმის, რომ უარი უთხრან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვებაში მონაწილეობის. ეს არის მათი მთავარი ამოცანა, ყველაფერი სხვა დანარჩენი სისულელეა ამ განცხადებებში. მთავარია, შექმნან განწყობა და აღქმა ისეთი, რომელიც, მათი აზრით, შემდეგ აღარ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს, როდესაც ცესკო საერთაშორისო ორგზანიზაციებს ერთმანეთის მიყოლებით უარს ეტყვის არჩევნებზე დაკმკვირვებლად რეგისტრაციაში. ეს არის ძალიან სახიფათო გზა, ეს არის ბელორუსიზაციის გზა, რომელსაც ისინი ადგანან და დიდი იმედი მაქვს, რომ შეედგებიც მყისიერი იქნება მათ წინააღმდეგ, - ამბობს თინა ხიდაშელი.