რეზონანსი
23.06.2024

წვიმა სახლში, დანესტილი კედლები, აყრილი იატაკი და სიცოცლისთვის საშიში გარემო - ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ნაძალადევის მკვიდრებს. რევაზ ურიდიას ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ არასწორად დაგებული გზის საფარის გამო ქუჩაზე წყალ გაყვანილობის მილები დაზიანდა, რის შემდეგაც დაგროვილმა წყალმა დინება სახლებში დაიწყო.

ხალხი მერიას უყურადღებებოაში ადანაშაულებს. ამბობენ,, რომ მიმართვიანობის მიუხედავად,  ესაბამისი სამსახურები პრობლემაზე არ რეაგირებენ. ისედაც მძიმე პირობებს ემატება მოუწესრიგებელი ქუჩა - დანგრეული გზები და სისუფთავის ნაკლებობა. ურიდიას ქუჩაზე არ არის არც სკვერი, რომელიც ადგილობრივ მოზარდებს ოცნებად აქვთ გადაქცეული.

14 რიცხვიდან შემოგვედინება წყალი. სად არ დავრეკე, წყალკანალში დავრეკე, სემეკშ ვიჩივლე. წარმოიდგინეთ, ქედან, მაშინ, როცა მე უკვე საფრთხე ვიგრძენი, გაწმენდის დროს, ჩემი ცარიელი ხელებით, პირსახოცებით, ადიელებით, ოჯახის წევრებს გაგვქონდა წყალი. დაგვიზიანდა აბსოლუტურად ყველაფერი, შპალერები, ახალი გაკეთებული დაჟანგდა მაცივარი. უბანში არასდროს არავის არაფერი გაუკეთებია, მოგვაქციონ ყურადღება, - ამბობს ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×