რეზონანსი
16.06.2024

ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილები არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა - სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მან ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნების შედეგები საინტერესო ტენდენციებს აჩვენებს.

„ერთი შეხედვით, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობაში ბევრი არაფერი შეიცვალა, ვთქვათ, კვლავ „ევროპის სახალხო პარტია" იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, თუმცა, მიუხედავად ამისა, საინტერესო ტენდენციები შეიმჩნეოდა ქვეყნების მიხედვით. განსაკუთრებით, რომ შევხედოთ საფრანგეთსა და გერმანიას. ანუ, ნიშანი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიების საწინააღმდეგო ხმები იყო უფრო მეტი.

ეს შედეგები საყურადღებოა. რასაც ვხედავთ, ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილები არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა - სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა. მათ დიდწილად მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონთ და რაღაც სხვა საკითხები უფრო აღელვებთ, ვიდრე ის საკითხები, რა საკითხებზეც ხდება მთავარი ყურადღების გამახვილება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×