რეზონანსი
30.05.2024

როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას და განაცხადა, რომ ეს მიუღებელია.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი, რომელიც შენიღბულია ლიბერალიზმით, სინამდვილეში ფაშიზმია.

„წარმოუდგენელია სკოლის მოსწავლეები გამოყენება. როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, შენიღბული აქვთ ვითომ ლიბერალიზმით. რა ლიბერალიზმი, ეს არის პირდაპირი ბოროტება, ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ კომენტარი გააკეთა ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით ფონდ „ფეა თრიიზის" განცხადებაზე.

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს", - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×