რეზონანსი
30.05.2024

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევას აფასებს, სადაც საქართველო, 125 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა. დეპუტატის განმარტებით, ქვეყანა რომელიც ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა, მომხრეა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის. გურამ მაჭარაშვილის აზრით, სიმბოლურია ისიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პერიოდში გამოქვეყნდა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაც, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.

„სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ გამჭვირვალობის კანონის მიღების პერიოდში, საქართველო ხელმეორედ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც გვაქვს ღია ეკონომიკა და ვართ გამჭვირვალობის მომხრე, მათ შორის ჩვენი ბიუჯეტის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიქნებით მომხრე იმის, რომ ჩვენი პარტნიორებიდან გადმორიცხული თანხები არ იყოს შავი ფულის ხარჯვის პროცესი, არამედ იყოს გამჭვირვალე. ჩვენ გვინდა, როგორც გამჭვირვალე ბიუჯეტით ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე, ასევე უცხოური ფულის ხარჯვის გამჭვირვალე ქვეყანა ვიყოთ."- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×